Sunday, May 28, 2017

                          კურსის     რეფლექსია

2017 წლის 30 აპრილს დავიწყეთ ინტელის საგანმანათლებლო კურსი პროექტებით სწავლება ისტ-ის ტექნოლოგიების გამოყენებით. ამ მეთოდის სწავლებით ჩემს მოსწავლეებს  განუვითარდებათ  მაღალი დონის სააზროვნო უნარები,გაიზრდება მათი ჩართულობა  სასწავლო პროცესში და დაეხმარება მათ სასწავლო სტანდარტის მიღწევასა და 21 საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში.   შევქმენით ჩვენი საქაღალდე თითოეული მოდულის მასალის შესანახად. ვაწარმოე პორთფოლიოს რუბრიკას. ცხრა დღის განმავლობაში ნაბიჯ-ნაბიჯ ვმუშაობდით პორთფოლიოს წარმოებაზე.ტრენინგის პარალელურად მქონდა დაგეგმილი კლასის პროექტი  ,,დიდი ქართველები-სულხან-საბა ორბელიანი". ბავშვებთან ერთად შეძლებისდაგვარად ვიმუშავეთ მოკლე დროში.მუშაობა ნაყოფიერი აღმოჩნდა.                          

Saturday, May 27, 2017

        წინა მოდულებში ჩვენ მოსწავლის როლი მოვირგეთ, რათა მოსწავლის მიერ შექმნილი სავარაუდო ნაშრომის ნიმუში მოგვემზადებია. შემდეგ კი მასწავლებლის ნაცნობ როლს დავუბრუნდით და სავარაუდო ნაშრომის შეფასების გეგმა შევადგინეთ. მომდევნო აქტივობებში ჩვენ წყვილებში ან ჯგუფებში ვიმსჯელეთ შეფასების რუბრიკებზე. მიღებული შედეგები დაგვეხმარება, გავაუმჯობესოთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი და შეფასების სტრატეგიები.


       შევიმუშავეთ შეფასების სტრატეგიები; ახლა უკვე შეგვიძლია ყურადღება მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების სტრატეგიებზე გადავიტანოთ.
მოცემულ მოდულში განვიხილეთ, როგორ შექმნან სასწავლო გარემო პროექტებზე დაფუძნებული სწავლების წარმართვისას, ასევე, ვიმსჯელეთ, როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ჩვენი პროდუქტიულობის გაზრდისა და სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესებისთვის. შევქმენით დოკუმენტი, პრეზენტაციისა ან ვებრესურსის. ასევე, დავგეგმეთ თემის ფარგლებში სასწავლო პროექტის განხორციელების პროცედურებს და შექმენით მასალები მოსწავლეების მიერ პროექტებზე მუშაობის პროცესში ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობისთვის.

Sunday, May 21, 2017

შრომატევადი დღე იყო. ვისწავლეთ რუბრიკების გამოყენება.ქულების მინიჭების  და ჩეკლისტების სქემები 21-ე საუკუნისა და მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებისათვის. შევიმუშავეთ შეფასების გეგმა, გამოვიყენეთ პროექტის შეფასების ფორმები ინტელის საგანმანათლებლო სახელმძღვანელოებიდან.

Saturday, May 20, 2017

მეექვსე დღე
 ვიმსჯელეთ, თუ როგორ გამოვიყენებთ ჩვენს თემაში ინტერნეტს; განვიხილეთ, თუ როგორ უნდა ვასწავლოთ მოსწავლეებს ინტერნეტის უსაფრთხოდ და პასუხისმგებლობით გამოყენება. ასევე, დავგეგმეთ და შევქმენით მოსწავლის პრეზენტაციის, პუბლიკაციის, ვიკის და ბლოგის ნიმუშები კონკრეტული სასწავლო მიზნებისთვის. შექმნილი სასწავლო ნიმუშები შევაფასეთ პორტფოლიოს შეფასების რუბრიკაში წარმოდგენილი კითხვების გამოყენებით და განვაახლეთ პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია მომდევნო მოდულის „დაფიქრდი, გაუზიარე“ აქტივობისთვის.

Friday, May 12, 2017

მეხუთე დღე

                         კიდევ ერთი საინტერესო დღე!
განვიხილეთ ერთმანეთის გეგმები და ნაშრომები.ვიმუშავეთ როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები უკუკავშირის დროს. ასევე განვიხილეთ სასარგებლო ვებსაიტების ეფექტურად მოძიება და მათი შეფასების მეთოდები,საავტორო უფლებების დაცვა-გამოყენება, დავგეგმეთ ინსტრუმენტის გამოყენების შესაძლებლობები ჩვენი თემის ფარგლებში. 
(დღეს ცოტა დაბნეული ვიყავი, იმედია გავძლიერდები.)

Tuesday, May 9, 2017

მეოთხე დღე კიდევ უფრო საინტერესო იყო.

 ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ღრმად ვიცოდე შეფასების მეთოდები,რათა მოსწავლეებს მეტი სტიმული მივცე სწავლისათვის.
შევეცდები მიღებული ცოდნა გამოვიყენო პროექტის განხორციელებაში.
  

Sunday, May 7, 2017

მესამე დღე

პირველ რიგში დავიწყეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა.გამოვავლინეთ სტანდარტით განსაზღვრული შედეგები,რომელთა მიღწევაც მსურს. მათზე დაყრდნობით დავსახავ სასწავლო მიზნებს, გამოვყოფ მნიშვნელოვან ცნებებს,რომლის მიხედვითაც გამოვკვეთავ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს.

Saturday, May 6, 2017

პირველი მეორე დღის რეფლექსია

                                  რეფლექსია
     გავეცანი კურსის მიზანს,როგორ დაგვეხმარება ტექნოლოგიების გამოყენება მოსწავლეთა  წარმოსახვის,შემოქმედებითი უნარების წახალისებასა და უკეთესი სასწავლო შედეგების მიღწევაში. გავეცანი და  საქაღალდეში ჩავტვირთეთ 21_ე საუკუნის ძირითადი უნარ_ჩვევები,ინტელის სასწავლო პროგრამა...
     ვისწავლე, როგორ უნდა შევქმნა ბუკლეტის შაბლონი.
შევქმენი ბლოგი.